კრემლზე ორიენტირებული ნარატივი, რომელიც ამართლებს ნებისმიერი პოლიტიკური ოპოზიციის განადგურებას.
2022 წლის მარტში, უკრაინაში რუსეთის აგრესიული ომის დაწყებისთანავე, „ქართულმა ოცნებამ“, რომელიც ხელისუფლებაში ათი წლის წინ მოვიდა, მოულოდნელად ანტიდასავლური და ანტიდემოკრატიული კურსის გატარება
დაიწყო. მას შემდეგ, ის იყენებს კრემლის მიერ შექმნილ შეთქმულების თეორიის რიტორიკას, რათა გაანადგუროს ოპოზიცია და გაამართლოს თავისი რეპრესიული პოლიტიკა.
უკრაინაში ომთან დაკავშირებით პოზიციის გამოხატვაზე უარის თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ ფაქტიურად 360-გრადუსიანი შემობრუნება მოახდინა, რითაც რუსულ იმპერიალიზმთან დაკავშირებით მთელი ქართული პოლიტიკური სპექტრის აქამდე არსებულ ერთიან პოზიციაში უზარმაზარი ნაპრალი გააჩინა.
ეს ტენდენცია კიდევ უფრო დაჩქარდა 2023 წლის დეკემბერში საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების და 2024 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მოახლოების შემდეგ.
2024 წლის მაისში „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონის მიღების გარდა, რომელიც პირდაპირ პუტინის კანონზეა დაფუძნებული [ქართული კოშმარის ქრონიკები], ოცნების მთავრობამ გაავრცელა არაერთი განცხადება, რომელიც სრულიად შეესაბამება მოსკოვის ნარატივს. 15 სექტემბერს, „ქართული ოცნების“ მილიარდერმა დამფუძნებელმა და ქვეყნის დე ფაქტო ლიდერმა, ბიძინა ივანიშვილმა, 2008 წელს რუსეთთან ომის „დაწყებისთვის“ საქართველოს ბოდიშის მოხდა შესთავაზა (1). განცხადებას კრემლი მაშინვე დადებითად გამოეხმაურა. ათი დღის შემდეგ, 26 სექტემბერს, „ქართულმა ოცნებამ“ თბილისის სხვადასხვა უბნებში ახალი საარჩევნო პლაკატი გაავრცელა. ამ ბანერზე მარცხნივ გამოსახულია გადამწვარი უკრაინის ქალაქები და დანგრეული რელიგიური შენობები რომლის გვერდით მიწერილი იყო ოპოზიციური პარტიების სახელები, ხოლო მარჯვნივ, მმართველი პარტიის ემბლემის ქვეშ გამოსახული იყო ულამაზესი ქართული პეიზაჟების ფერადი ფოტოები. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაუყოვნებლივ მოახდინა რეაგირება და დაგმო პოლიტიკურ პლაკატებში სამხედრო გამოსახულების გამოყენება.
„ომი მშვიდობის წინააღმდეგ“ ეს გამარტივებული სტრატეგია, სავარაუდოდ, ადამიანების შიშებზე თამაშს ისახავს მიზნად, რაც მთავრობას საშუალებას აძლევს, მშვიდობის გარანტად წარმოაჩინოს თავი. თუმცა, საპარლამენტო კამპანიის მიმდინარეობის და არჩევნების გაყალბების შემდეგ, „ქართულმა ოცნებამ“ მოახერხა ძალაუფლების შენარჩუნება, ეს ნარატივი თანდათან პოლიტიკური რეპრესიების ინსტრუმენტად გადაიქცა.
„გლობალური ომის პარტიის“ შესახებ რიტორიკის გაძლიერებისას, რომელიც, მათი აზრით, საქართველოში ახალი ფრონტის გახსნას ისახავდა მიზნად, პრემიერ- მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პირობა დადო, რომ დაშლიდა პარტია „ერთიანობა ნაციონალურ მოძრაობას“ [ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, ყოფილი პრეზიდენტ, სააკაშვილის პარტია, რომელიც ხელისუფლებაში იყო 2008 წელს], და რომელსაც ბრალს დებდა ამ ე. წ. გლობალური ომის პარტიის წევრობაში და 2008 წლის ომის ინსპირატორობაში… მან ასევე პირობა დადო, რომ დაშლიდა „ ნაციონალური მოძრაობის ყველა სატელიტ პარტიას“, რაც თითქმის მთელი ოპოზიციის განადგურებას ნიშნავდა. 13 მაისს, მთავრობამ თავისი მუქარა რეალობად აქცია იმ საკანონმდებლო პაკეტის მიღებით, რომელიც ხელს უწყობდა იმ პოლიტიკური პარტიების დაშლას, რომლებმაც „ქვეყანა ომში ჩაითრია“ (2).
მანამდე, თებერვალში, მმართველმა პარტიამ შექმნა საპარლამენტო საგამოძიებო კომისია 2008 წლის ომის დროს ოპოზიციის მიერ ჩადენილი სავარაუდო დანაშაულების გამოსაძიებლად. ოპოზიციური პარტიის ყველა ლიდერის გამოძახებით, — (რომელთა უმეტესობა ომის დროს ხელისუფლებაში არ იყო )— წინასწარ იცოდნენ რა რომ ისინი მოწვევას ბოიკოტს გამოუცხადებდნენ, მთავრობამ ეს ბერკეტი გამოიყენა ოპოზიციის საბოლოოდ გასანადგურებლად. დღეისათვის, რვა პარტიის ლიდერი ან მთავრობის მიმართ კრიტიკულად განწყობილი ყოფილი მინისტრი პარლამენტში გამოუცხადებლობის გამო დაპატიმრებულია. მათგან ოთხს უკვე მიესაჯა 7 ან 8 თვით თავისუფლების აღკვეთა (3).
პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებით რომელიც საფრანგეთის სენატის წინაშე წარსდგა, „რეპრესიული კანონები ისეთი სისწრაფით მიიღება, რომ რუსეთიდან მათი იმპორტირება მხოლოდ პირდაპირი გზითაა შესაძლებელი“. ამიტომ, ბოლო წლებში რუსეთში განვითარებულმოვლენებს თუ გადავხედავთ ძნელია არ ველოდოთ შემდეგ დარტყმას დემოკრატიაზე, რომლის მიყენებასაც ოცნების მთავრობა, უთუოდ გეგმავს.
გვახსოვდეს!
- 2024 წლის 15 სექტემბერი: ბიძინა ივანიშვილის განცხადება 2008 წლის ომთან დაკავშირებით, რომელშიც ის მოუწოდებს საქართველოს სახელით სამხრეთ ოსეთისთვის „ბოდიშის მოხდისკენ“.
- 2025 წლის 5 თებერვალი: საპარლამენტო კომისიის შექმნა 2008 წლის ომის დროს ოპოზიციის მიერ ჩადენილი სავარაუდო დანაშაულების გამოსაძიებლად.
- 2025 წლის 13 მაისი: საკანონმდებლო პაკეტის მიღება, რომელიც ამარტივებს პოლიტიკური პარტიების დაშლას.
- 2025 წლის ივნისი: რვა ოპოზიციონერის დაპატიმრება საპარლამენტო კომისიაში გამოუცხადებლობის გამო.
რამოდენიმე ლინკი
- Georgia’s most powerful man suggests an apology for 2008 war with Russia | Reuters
- GD Parliament Extends Mandate of UNM Investigative Commission – Civil Georgia
- En Géorgie, quatre figures de l’opposition condamnées






