„ცრემლსადენი გაზი“16 გამოგონილ სიუჟეტზე აგებული ფილმია, რომლის მოქმედებაც ორი წლის განმავლობაში მიმდინარე ყოველდღიური საპროტესტო აქციების დროს ვითარდება. რეჟისორი უტა ბერია 16 წლის გოგონას, ელენეს და მის ოჯახს ამ დემონსტრაციების დროს მომხდარი მოვლენების სერიაში მიჰყვება. ბევრი სცენა პირდაპირ ეთერში გადაიღეს: ისინი აჩვენებენ, თუ როგორ ძალადობენ პოლიციის ძალები მომიტინგეებზე და იყენებენ ცრემლსადენ გაზს – იარაღს, რომლის სახელსაც ფილმს არქმევენ. გაზში, რომელიც ცრემლის გამომწვევი ეფექტის შესაქმნელად არის განკუთვნილი, გამოყენებამდე, აკრძალულ ტოქსიკურ17კომპონენტს ურევენ. ამ ნარევის გამოყენება მკაცრად აკრძალულია, თუმცა მას საქართველოს მთავრობა რეგულარულად იყენებს.

დემონსტრაციები თბილისში – ფოტო ჟერომ შობო
ფილმის გადაღების გამოცხადების მომენტიდან რეჟისორს საბჭოთა ხელისუფლების მიერ ოდესღაც გამოყენებული მეთოდების მსგავსი სირთულეები შეუქმნეს.
- ფილმს დაფინანსება შეუწყდა. 2022 წლის დეკემბერში, საქართველოს კინოცენტრმა ფინანსები გამოუყო, თუმცა დაპირებული თანხის ნახევარი აღარ მისცეს. ფილმი მაინც დასრულდა საწყისი ბიუჯეტის შემცირებით და გადამღები ჯგუფისა და რეჟისორის პირადი სახსრების წყალობით.
- როგორც უტა ბერიამ განაცხადა, „ქართული კინოცენტრის თანამშრომლები ფულს არ აძლევენ კინორეჟისორებს, რომლებიც მათ მსგავსად არ ფიქრობენ“ (განცხადება The Hollywood Reporter-ისთვის, 2026 წლის აგვისტო). და დაამატა: „ჩემი კოლეგები ფიქრობენ, რომ ეს შეიძლება იყოს ბოლო დამოუკიდებელი ფილმი, რადგან აქ სიტუაცია სულ უფრო რთულდება“.
- ლოკარნოს კინოფესტივალზე18 ჩვენებამდე, საქართველოს ხელისუფლება ფილმს სანქციებით დაემუქრა. საქართველოს კინოცენტრმა პროდიუსერებს წერილი გაუგზავნა, სადაც მათ აფრთხილებდა ფილმის ჩვენების შემთხვევაში ფინანსური ჯარიმის რისკის შესახებ. ცენტრმა თავი იმით გაიმართლა, რომ მათი დაკვირვებით „ ცრემლსადენი გაზი“ არ იცავდა სათანადო ადმინისტრაციულ პროცედურებს – არგუმენტი პირდაპირ საბჭოთა სტილის ცენზურის აპარატიდანაა. ერთ დროს რეჟისორების ოთარ იოსელიანისა და სერგეი ფარაჯანოვის ფილმებიც მსგავს „არგუმენტების“ გამო ისჯებოდნენ.
- საბოლოოდ, საქართველოს ხელისუფლებამ სცადა ფილმის ლოკარნოს კინოფესტივალზე ჩვენების თავიდან აცილება. უტა ბერიას თქმით, ცენტრი პირდაპირ დაუკავშირდა ლოკარნოს კინოფესტივალს და მოითხოვა, რომ ფილმი 12 აგვისტოს მსოფლიო პრემიერაზე არ ეჩვენებინათ. თუმცა, ჩვენება შედგა და საბოლოოდ „ცრემლსადენმა გაზმა“ დამოუკიდებელი ჟიურის პრიზი მიიღო.

უტა ბერია – ფოტო სოციალური მედიიდან
უტა ბერიასთვის „ეს ფილმი წინააღმდეგობის აქტია“. „ჩემი რამდენიმე მეგობარი და კოლეგა ციხეშია. ცხადია, მათი გათავისუფლება არ შემიძლია, მაგრამ ამ ფილმის საშუალებით შევძელი საკუთარი თავის გამოხატვა და მოქმედების დაწყება“, – დასძენს ის. ბერაია იმედოვნებს, რომ „ცრემლსადენი გაზის“ წყალობით, მთელ მსოფლიოში მეტი ადამიანი გაიგებს საქართველოში არსებული ვითარების შესახებ.




