ქართული კოშმარის ქრონიკები

როგორ აირჩია საქართველოს ამჟამინდელმა მთავრობამ ევროპასთან, დემოკრატიასთან და საკუთარ ხალხთან კავშირის გაწყვეტა.


ამ ბლოგის მიზანია, დემოკრატიის მოყვარულებს შევახსენოთ, როგორ უთხრის ძირს უკანასკნელი სამი წლის განმავლობაში „ქართული ოცნება“ და მისი ოლიგარქი ლიდერი ივანიშვილი საზოგადოებრივ თავისუფლებებს, და თანდათანობით, მაგრამ უტყუარად  გადაჰყავს საქართველო ავტოკრატიული რეჟიმების ბანაკში. მოდელი აშკარად რუსეთია.

2022 წლის თებერვლისა და რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ, საქართველოს მთავრობამ, რომელმაც ადრე ევროკავშირთან შეერთების ამბიციიის შესახებ არაორაზროვანი განცხადება გააკეთა, თავისი ნამდვილი სახე გამოავლინა. „ქართული ოცნების“ პარტია და მისი ოლიგარქი ლიდერი, ივანიშვილი, ქვეყნის მომავალს არა დასავლეთში, არამედ ჩრდილოეთში ხედავს. ამ არჩევანს ისინი ერთხანს, მოხერხებულად მალავდნენ, მაგრამ უკანასკნელი სამი წლის განმავლობაში უფრო და უფრო ცხადი ხდება, რომ საქმე ეხება არა მხოლოდ მოსკოვთან დაახლოებას, არამედ რუსეთის ქვეშევრდომად ქცევას.

… ბოლო სამი წლის განმავლობაში ოლიგარქის პარტია ყველა ხერხით ცდილობდა ხელისუფლების შენარჩუნებას: იქნება ეს გაყალბებული არჩევნები, რეპრესიული კანონები, პროტესტების ჩახშობა, ოპოზიციურ პარტიებზე თავდასხმები. სია გრძელია…

თუმცა მათ ერთი და ყველაზე მთავარი რამ გამორჩათ : ქართველი ხალხი, რომელიც არ ნებდება და აგრძელებს ბრძოლას და წინააღმდეგობას „აქ და ახლა“. ბოლო ხუთი თვის განმავლობაში ყოველდღიურად იმართება დემონსტრაციები, რომელსაც ორგანიზებას უწევენ პარტიები, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გააერთიანა ოპოზიცია და შეინარჩუნა საერთაშორისო კონტაქტები, რაც შესაძლოა ქვეყნის მომავლისთვის გადამწყვეტიც აღმოჩნდეს. ამის საპირისპიროდ „ქართული ოცნების“ მთავრობა აძლიერებს რეპრესიებს, ამზადებს ახალ კანონებს სამოქალაქო საზოგადოების „გასანადგურებლად“ და ეს ყველაფერი ხდება კორუფციისა და მექრთამეობის ფონზე. თითქმის ყოველდღე, პრესა, რომლის თავისუფლების შეზღუდვა სახიფათო ზღვარს უახლოვდება, ავლენს ახალ სკანდალს…

ამ ბლოგის შექმნით, უპირველეს ყოვლისა, გვსურს წვლილი შევიტანოთ საქართველოში ჩვენს თვალწინ მიმდინარე მოვლენების გაშუქებაში. ვფიქრობთ ყოველკვირეული თემატური მიმოხილვის გაცნობა ჩვენს მკითხველს საშუალებას მისცემს, იყვნენ მეტად ინფორმირებულები და გაშიფრონ ყოველდღიურად მიმდინარე მოვლენები. სულ უფრო მეტ ჟურნალისტს ეკრძალება საქართველოს ტერიტორიაზე შესვლა, რაც ქმნის ინფორმაციულ ვაკუუმს, რომლის შევსებას შევეცდებით.