მთავრობის რეპრესიები ვერ ახჩობს თავისუფალ მედიას!
„ ქართული ოცნების“ მთავრობამ, ყოველდღიური დაპატიმრებებით, ზეწოლით, ჯარიმებით ფინანსური შეზღუდვებით, რეპრესიულ აპარატის უფრო მეტად გაფართოებით, ვერ შესძლო ოპოზიციური მედიის გაჩუმება.
მივესალმებით ახალი „ხმების“ გამოჩენას, რომელთა მოსასმენად და მხარდასაჭერადაც გეპატიჟებით.
მისმინე
ბოლო თვეების განმავლობაში, ქართულ მედია სივრცეში გამოჩნდა ახალი YouTube არხი, ‘მისმინე’, რომელიც ოპოზიციური ინფორმაციის ახალ წყაროს წარმოადგენს.
მისმინე მოიცავს სხვადასხვა თემას: პოლიტიკურს, საზოგადოებრივს, ისტორიულს, იუმორისტულს და ა.შ., სიღრმისეულად იკვლევს მათ და ადარებს სხვადასხვა მონაწილის თვალსაზრისს. არხი გამოირჩევა როგორც მონაწილეთა მაღალი პროფესიიონალიზმით, ასევე წამყვანების დონით. წამყვანები არიან ჟურნალისტები, ისტორიკოსები, პოლიტოლოგები ან საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტები, რომელთა შეხედულებები და ანალიზი არანაკლებ საინტერესოა, ვიდრე მათი სტუმრების.
ეკა კვესიტაძე (პოლიტიკა), ბექა კობახიძე (ისტორია), ბექა ყორშია (იუმორი), ლაშა ბუღაძე (ლიტერატურა, კულტურა), ვიკა ბუკია (ინტერვიუები).
https://www.youtube.com/@MismineMedia

Independence Avenue Media
ია მეურმიშვილმა, „ამერიკის ხმის“ ქართული რედაქციის ყოფილმა მთავარმა რედაქტორმა, ახლახან დააარსა Independence Avenue, ახალი მედია საშუალება აშშ-ში (ვაშინგტონი, კოლუმბიის ოლქი), სადაც ის მთავარი რედაქტორის პოსტს იკავებს. Independence Avenue Media (IAM) დამოუკიდებელი საერთაშორისო ჟურნალისტური
ინიციატივაა. IAM-ის მიზანია სანდო საერთაშორისო მაუწყებლების სიმცირით გამოწვეული სიცარიელის შევსება.
IAM ცდილობს, ამერიკული საზოგადოების, საგარეო პოლიტიკისა და დემოკრატიულ ღირებულებების შესახებ მსოფლიოს ფართო აუდიტორიას, განსაკუთრებით ავტორიტარული გავლენის მქონე რეგიონებს, ფაქტებზე დაფუძნებული რეპორტაჟი მიაწოდოს.
https://www.youtube.com/@indavemedia





