რუსული კანონები

ავტორი: გია სარჯველაძე

რუსული კანონები

კანონები, რომლებიც პირდაპირ რუსეთიდან არის შთაგონებული და „უცხოელი აგენტების“ გასაჩუმებლადაა შექმნილი.

 

იმის გასაგებად, თუ როგორ გამოიწვია საქართველოს მთავრობის მიერ შემუშავებულმა კანონპროექტმა ე.წ. „უცხოელი აგენტების“ შესახებ, პროტესტის უზარმაზარი ტალღა, რომელიც დღემდე გრძელდება, უმჯობესი იქნება, თუ დავბრუნდებით რამდენიმე წლით უკან, პუტინის რუსეთში.

 

2012 წელს დუმამ მიიღო კანონი ე.წ. „უცხოელი აგენტების“ შესახებ. რას გულისხმობს ეს კანონი? იგი ითვალისწინებს, რომ ნებისმიერი ფიზიკური პირი ან ორგანიზაცია, რომელიც რუსეთის ფარგლებს გარეთ არსებული ქვეყნიდან იღებს დაფინანსებას, უნდა დარეგისტრირდეს „უცხოელ აგენტად“. ეს კანონი თანდათან „გამდიდრდა“ და კიდევ უფრო რეპრესიული გახდა. 2022 წელს ის მხოლოდ დაფინანსებაზე აღარ იყო ორიენტირებული. ახალი კანონი თანახმად საკმარისია გაჩნდეს ეჭვი რომ თქვენ უცხო სახელმწიფოს „გავლენის ან ზეწოლის“ ქვეშ ხართ, რომ „აგენტი“ გიწოდონ.. კანონი, მისი კონტროლისა და ზეწოლის მეშვეობით,არასამთავრობო ორგანიზაციების მედიის და მთლიანად სამოქალაქო საზოგადოების სტიგმატიზაციასა და დისკრედიტაციას ახდენს; მისი აშკარა მიზანია საზოგადოებრივი თავისუფლების შეზღუდვა, რუსეთის მთავრობისთვის არასასურველი აზრის გამოხატვის თავიდან აცილება და ვლადიმერ პუტინის ოპონენტების გაჩუმება. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, გამოხატვისა თავისუფლების ფუნდამენტური პრინციპების მრავალრიცხოვანი დარღვევის აღნიშვნისას, განაცხადა: „რუსეთის კანონმდებლობა უცხოელი აგენტების შესახებ თვითნებურია და უნდობლობის კლიმატს ჰქმნის“ (22.10.2024 წლის დადგენილება).

 

2023 წლის მარტში, ქვეყნის ფარული მმართველის, ოლიგარქის, ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, „ქართულმა ოცნებამ“ წარადგინა კანონპროექტი, რომლის რუსული შთაგონებაც უტყუარი იყო. ორგანიზაციები როგორც კი მათი ბიუჯეტი 20 პროცენტზე მეტად დამოკიდებული გახდა უცხო ქვეყნების დაფინანსებაზე , „უცხოელ აგენტებად“ გამოცხადდნენ. ეს კანონპროექტი პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო. მყისიერად დაიწყო დემონსტრაციები, რომლებიც აშკარად კრემლის მიერ შთაგონებული კანონის წინააღმდეგ იყო მიმართული. რამდენიმე დღის შემდეგ მთავრობამ დათმო. კანონპროექტი უკან გაიწვიეს. თუმცა, თამაში ჯერ არ დასრულებულა…

 

 

2024 წლის 3 აპრილს „ქართულმა ოცნებამ“ ხელახლა წარადგინა კანონი უცხოელი აგენტების შესახებ. რასაც კვლავ მოჰყვა მრავალრიცხოვანი საპროტესტო აქციები. პროტესტი ბრიუსელსა და ვაშინგტონშიც დაიწყო. კანონი ევროპის მიერ მხარდაჭერილ დემოკრატიულ პრინციპებს ეწინააღმდეგება, მით უფრო რომ საქართველო ევროკავშირის წევრობის ოფიციალური კანდიდატია… რასაც მთავრობა უგულებელყოფს. ტექსტი პარლამენტმა 2024 წლის 14 მაისს მიიღო, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ვეტოს გვერდის ავლით. ლიბერტიციდი და ანტიდემოკრატიული „რუსული კანონი“ საქართველოს მთავრობის რუსეთთან მჭიდრო კავშირის ერთ-ერთი ყველაზე აშკარა გამოვლინებაა. რაც დაუყოვნებლივ იწვევს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის განკუთვნილი 30 მილიონი ევროს ფინანსური დახმარების შეჩერებას. და, უპირველეს ყოვლისა, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის გაყინვას…

 

ამ კანონის მიღება საქართველოს პოლიტიკურ ტრაექტორიაში გარდამტეხ მომენტს წარმოადგენს; ის საფრთხეს უქმნის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს და ტვალსაჩინოს ხდის მთავრობის ავტორიტარულ რყევას. მისი გამოქვეყნებისთანავე, თითქმის 200 არასამთავრობო ორგანიზაციამ განაცხადა, რომ არ სურდათ ამ კანონის შესრულება; „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ საქართველოს ფილიალმა კი განაცხადა, რომ კანონი მისი აქტივების გაყინვით ემუქრებოდა და მის საქმიანობას სერიოზულ საფრთხეს უქმნიდა .

 

 

ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა მრჩეველმა მაიკლ ო’ფლაერტიმ, საქართველოში ვიზიტის შემდეგ (2025 წლის იანვარი), ამ კანონის შესახებ განაცხადა: „დაუმტკიცებელი ავტომატური პრეზუმფციის არსებობა წარმოადგენს გაერთიანების თავისუფლების არასაჭირო და არაპროპორციულ შეზღუდვას“.

 

რეპრესიებს კიდევ უფრო ამძაფრებს სისხლის სამართლის კოდექსში ბოლოდროინდელი ცვლილება, რომელსაც დაემატა მუხლი „სახელმწიფო ღალატის“ შესახებ. ძალიან „ფართო“ განმარტებით, „სახელმწიფო ღალატად“ ჩაითვლება (ჯაშუშობა, შეთქმულება, უცხო სახელმწიფოსთვის დახმარება და ა.შ.). ეს ცვლილება, რომელიც პარლამენტმა 2025 წლის აპრილში მიიღო, კიდევ უფრო აძლიერებს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებზე ხელისუფლების მხრიდან კონტროლის გაზრდის უფლებებს.

 

რა თქვეს მათ „რუსული კანონის“ შესახებ

 

 

სალომე ზურაბიშვილი, საქართველოს პრეზიდენტი

 


 

ხოსეპ ბორელი, ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელი

 


 

მეთიუ მილერი, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი

 


 

პაველ ჰერჩინსკი, ევროკავშირის ელჩი საქართველოში

 

 

ძირითადი პუნქტები

 

  • 2023 წლის 3 მარტი, „უცხოელი აგენტების“ შესახებ ტექსტის პირველი მოსმენით მიღება.

  • 7-8 მარტს, ამ კანონის წინააღმდეგ მასშტაბური საპროტესტო აქციების შემდეგ, „ქართული ოცნება“ ცვლის კურსს და უკან აბრუნებს მას.

  • 2024 წლის 3 აპრილს, ყველას გასაკვირად, მთავრობა, წინა განცხადებების მიუხედავად, ხელახლა წარადგენს იმავე კანონს. ახალი საპროტესტო აქციები თბილისსა და რამდენიმე სხვა ქალაქში. მრავალრიცხოვანი შეტაკებები.

  • 2024 წლის 28 მაისს, პარლამენტმა საბოლოოდ მიიღო კანონი.

 

გააზიარე სტატია სოც. ქსელებში:

სტატიის ავტორი:

GUIA Sarjveladze

გია სარჯველაძე

საფრანგეთში ქართული ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი. მისი მამა, პავლე სარჯველაძე, ახალგაზრდა ქართველი სოციალ-დემოკრატების ერთ-ერთი ლიდერი იყო, რომლებიც დამოუკიდებელი საქართველოს ანექსიის დროს საბჭოთა რუსეთის წინააღმდეგ იბრძოდნენ. 1921 წელს რამდენიმე აქტივისტ მეგობართან ერთად მეტეხის ციხეში დააპატიმრეს, საიდანაც თანამოაზრეებთან ერთად გადასახლებაში ბრძოლის გასაგრძელებლად საფრანგეთში დასახლდა.

საინფორმაციო ბიულეტენი

ახალი სტატიების გამოქვეყნების შესახებ ელექტრონული ფოსტით შეტყობინების მისაღებად, ქვემოთ შეიყვანეთ თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი.

გაეცანი სხვა სტატიებს:

„ქართული ოცნება“ და ფილმის ცენზურის საბჭოთა მეთოდები.

„ცრემლსადენი გაზი“ 16 გამოგონილ სიუჟეტზე აგებული ფილმია, რომლის მოქმედებაც ორი

საქართველო რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გვერდის ავლის პლაცდარმია

რუსეთის ხელისუფლებისადმი საქართველოს დაქვემდებარების მტკიცებულებები უდავოა.

Le ‘Rêve Géorgien’ … en échec !

„ქართული ოცნების“… გეგმა ჩავარდა!

„ქართულმა ოცნებამ“, რომელმაც საქართველოში დიქტატურა დაამყარა, იცის დიასპორის კრიტიკული დამოკიდებულება