დიქტატურა ჩუმად მიიწევს წინ

ავტორი: კლემან ჟირარდო

დიქტატურა ჩუმად მიიწევს წინ

საქართველომ „არალიბერალური დემოკრატიების“კენ სვლა დაიწყო

 

საქართველომ „არალიბერალური დემოკრატიების“კენ სვლა დაიწყო. კლემან ჟირარდომ, თბილისში მყოფმა ფრანგმა ჟურნალისტმა, ეს სულ რამდენიმე თვის წინ, საკუთარ თავზე გამოსცადა.

 

ოთხშაბათს, 12 თებერვალს, დაახლოებით დილის 6:00 საათზე, თბილისის აეროპორტის პასპორტის კონტროლის პუნქტში ერთ საათზე მეტი ლოდინის შემდეგ, პოლიციელმა მომაწოდა რაღაც დაბეჭდილი ფურცელი, რომლითაც მაცნობებდა, რომ საქართველოში შესვლა მეკრძალებოდა. ამ გაუგებარი ჟესტის გასამართლებლად მან მონიშნა ველი „სხვა მიზეზი“: ქვეყანაში უკან არ მაბრუნებდნენ დანაშაულის ჩადენის, გადაუხდელი ჯარიმის, არასწორი დოკუმენტების ან საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის რისკის გამო.

 

მინდა გითხრათ, რომ 2010 წლიდან, საქართველოში ჩემი პირველი ვიზიტიდან მოყოლებული, ჩემი პასპორტები შტამპებით იყო დაფარული. მესაზღვრეებთან ან პოლიციასთან არასდროს მქონია პრობლემები.

 

ეჭვი არ მეპარებოდა, რომ ჟურნალისტის სამუშაოს გამო ამომიღეს მიზანში. საინტერესოა რომელი ჩემი სტატია იყო შეურაცხმყოფელი? თუ ეს იყო სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებული პოსტები, სადაც თბილისის ხელისუფლების რეპრესიების გამო ხალხს ვაფრთხილებდით? მაშ კიდევ რა შეიძლებოდა ყოფილიყო ეს იდუმალი „სხვა მიზეზი“?

 

ოფიციალურად, მეტი ვერაფერი გავიგე. თუმცა, პირადი კონტაქტების საშუალებით სწრაფად დავადგინე, რომ ჩემი გვარი შინაგანი დაზვერვის სამსახურის „წითელ სიაში“ იყო შეტანილი, რადგან, სავარაუდოდ, მთავრობისთვის საფრთხეს წარმოვადგენდი.

 

ოდესღაც კავკასიის რეგიონისა და მის ფარგლებს გარეთ გარდამავალი პერიოდის დემოკრატიის „მოდელი“ საქართველო, ბოლო წლებში „არალიბერალური დემოკრატიების“ რიგებში გადავიდა. ახლა ის სწრაფად მიექანება მაფიოზური ავტოკრატიისკენ მიმავალ გზაზე. თუმცა ერთი განსხვავებით, აქაურ : ავტოკრატს ოფიციალური პოლიტიკური თანამდებობა არ უკავია. ეს უბრალოდ ქვეყნის უმდიდრესი ადამიანი, ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილია.

 

ჩემი მდგომარეობა, ბოლოს და ბოლოს, გასაკვირი არცაა. უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, „ქართული ოცნების“ მთავრობა თანდათან გადავიდა პარალელურ რეალობაში, რომელიც პრორუსული შეთქმულების თეორიებზეა აგებული. ამგვარად, ყველაზე ცხადი ფაქტები მისთვის ერთგვარ ობსესიად იქცა.

 

„ოცნების“ ამ გადახრის გამო ქართველ ჟურნალისტებს მაღალი ფასის გადახდა უხდებათ. 2024 წლის 26 ოქტომბრის გაყალბებული არჩევნების და 28 ნოემბერს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის 180 გრადუსით შემობრუნების შემდეგ, დეკემბრის დასაწყისში მასშტაბური მიტინგების დროს, პოლიციის სამიზნეები გახდნენ ადგილობრივი რეპორტიორები. ამავდროულად, მთავრობამ უკანასკნელი დამოუკიდებელი მედიის დაფინანსების შემცირების მიზნით, საკანონმდებლო აქტები კიდევ უფრო გაამკაცრა.

 

რუს და ბეოლორუს ოპოზიციონერ ჟურნალისტებს ბოლო წლებში საქართველოდან უკვე თვითნებურად აძევებდნენ. მხოლოდ დროის საკითხი იყო, როდესაც დასავლელი ჟურნალისტებიც გახდებოდნენ მათი სამიზნე.

 

მაგრამ, პუტინის რეჟიმისგან განსხვავებით, „ქართული ოცნება“ არ ცდილობს მედიაში აჟიოტაჟს. ის ირჩევს ყველაზე სუსტ, დამოუკიდებელ ჟურნალისტებს, რომლებსაც არ აქვთ რედაქციული მხარდაჭერა ან არ გააჩნიათ საკმარისი ცნობადობა, იმისათვის, რომ საზოგადოების ყურადღება მიიპყრონ. ოცნების მთავრობა მიზანში იღებს ასევე უცხოელებს, რომლებსაც ქუჩაში ან სოციალურ მედიაში სოლიდარობის გამოხატვის ფაქტზე წაასწრებენ, ან თუნდაც უბრალოდ ორეროვნულ ოჯახებს.

 

ეს შედარებით შეუმჩნეველი რეპრესიები, რომელთა არსი თვითნებობა და დაუსჯელობაა, თავის მხრივ გავლენას ახდენს სხვადასხვა სოციალურ-პროფესიული კატეგორიების წარმომადგენლებზე. მიზანი აშკარააა, ფართოდ გავრცელებული შიშისა და შეშფოთების განცდის დანერგვა როგორც ქართველებში, ასევე საქართველოს მეგობრებში.

 

ყველამ იცის, რომ ვერანაირი ძალა ვერ შეცვლის პოლიციის უკანონო გადაწყვეტილებებს, რომლებსაც არაეფექტური მართლმსაჯულების სისტემა უჭერს მხარს. კანონის უზენაესობის სისტემური ეროზიის ამ სტრატეგიას დრო დასჭირდება, მაგრამ ის ღრმავდება ფიზიკური ძალადობის, სიკვდილიანობის და შესაბამისად, დიპლომატიური ქაოსის გარეშე. ამგვარად აშკარაა, რომ ის შხამივით ვრცელდება და ნელ-ნელა კლავს ქართული დემოკრატიის უკანასკნელ ნარჩენებს.

 

ეს სტატია გამოქვეყნდა ჟურნალ „AMNESTY“-ის 121-ე ნომერში, 2025 წლის მაისი. ხელახლა გამოქვეყნდა ავტორის ნებართვით.

 

 

რას ამბობენ ჟურნალისტების შესვლაზე აკრძალვასთან დაკავშირებით საქართველოში

 

„ღია წერილში, „რეპორტიორები საზღვრების გარეშე“ (RSF) და 22 სხვა ორგანიზაცია გმობს საქართველოში ავტორიტარიზმის ესკალაციას და დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ მიმართული რეპრესიების ზრდას, მათ შორის უცხოელი ჟურნალისტების დევნას, დეპორტაციას დასაბუთების გარეშე. როგორიცაა ფრანგი ფოტოგრაფი მერილიზ ვინიოს შემთხვევა. საერთაშორისო სამოქალაქო საზოგადოება მოუწოდებს ევროკავშირს მიიღონ სასწრაფო ზომები ამ ძალადობის მიმართ, რაც სრულიად შეუთავსებელია ევროკავშირის მიერ აღიარებულ დემოკრატიულ ღირებულებებთან.“
https://rsf.org/fr

 

ძირითადი პუნქტები

 

  • ქართველი ჟურნალისტების წინააღმდეგ საპროტესტო აქციების დროს პოლიციის სისასტიკის დაფიქსირების შემდეგ, პრესაზე რეპრესიების ახალი ტალღა დაიწყო, რომლის სიმბოლოც მზია ამაღლობელის საქმე იყო.

 

  • არაქართველი ჟურნალისტებისთვის ქვეყანაში შესვლა აკრძალულია. ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ (RSF) გმობს ამ შემაშფოთებელ ტენდენციას, რომელიც მიზნად ისახავს დამოუკიდებელი ჟურნალისტების მიერ საპროტესტო მოძრაობების გაშუქების შეფერხებას.

 

 

მზია ამაღლობელი, ჟურნალისტი და პოლიტიკური პატიმარი

 

გაზეთების „ნეტგაზეთისა“ და,,ბათუმელების“ დამფუძნებელი, ჟურნალისტი მზია ამაღლობელი თითქმის ექვსი თვეა წინასწარი პატიმრობაში იმყოფება.

 

თავდაპირველად დააკავეს ანტისამთავრობო დემონსტრაციის დროს „პლაკატის გაკვრისთვის“, შემდეგ გაათავისუფლეს და 12 იანვარს კვლავ დააკავეს.

 

შემდეგ მას ბრალი წაუყენეს პოლიციელის ცემაში, რომელმაც მზია ამაღღლობელს რამდენჯერმე შეურაცხყოფა მიაყენა. არასამთავრობო ორგანიზაცია „ტრანსპარანსი ინტერნასიონალ“ (საერთაშორისო გამჭვირვალობის) თანახმად, დარტყმა „სიმბოლური იყო და არ იყო საკმარისად ძლიერი, რომ ვინმესთვის ზიანი მიეყენებია“… „ ეს იყო ისეთი სუსტი ქმედება, რომ მისი კვალიფიცირება დანაშაულად შეუძლებელია. (წყარო: Euronews 25.1.2025).

 

ჟურნალისტმა წინასწარი პატიმრობის დაწყებიდანვე შიმშილობა დაიწყო, რომელიც 38 დღის განმავლობაში გაგრძელდა, რამაც მისი ჯანმრთელობის სერიოზული გაუარესება გამოიწვია.

 

მზია ამაღლობელს 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. ყველა საერთაშორისო დამკვირვებელი ამ სასჯელს მხოლოდ პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევს და მტკიცედ აცხადებს, რომ ეს მთავრობის კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტების წინააღმდეგაა მიმართული.

 

ხუთშაბათს, 18 ივნისს, ევროპარლამენტმა ხმა მისცა წინადადებას, რომელიც „მოითხოვს ქართველი ჟურნალისტის, მზია ამაღლობელის უპირობო გათავისუფლებას და გმობს პოლიტიკური ნიშნით მის დაპატიმრებას“ (წყარო: europarl.europa.eu). თუმცა, როგორც ჩანს, ვერაფერი შეარყევს იმ კლანს, რომელმაც საქართველოში ძალაუფლება ხელში ჩაიგდო…

 

გააზიარე სტატია სოც. ქსელებში:

სტატიის ავტორი:

კლემან ჟირარდო

დამოუკიდებელი ჟურნალისტი, რომელიც სპეციალიზირებულია კავკასიასა და თურქეთში. მან მრავალი რეპორტაჟი დაწერა ფრანგული და საერთაშორისო გამოცემებისთვის. ის ცხოვრობდა და წერდა საქართველოში, სანამ საქართველოს ხელისუფლებამ არასასურველად არ მიიჩნია და ქვეყანაში შესვლა არ აუკრძალა.

კლემან ჟირარდომ ახლახან გამოაქვეყნა “GEORGIE, l’étreinte du Caucase” კრებულში „ხალხის სული“. ეს პატარა წიგნი გზამკვლევი არ არის! ის მოგვითხრობს საქართველოზე, რომელიც რითმავს იმედსა და მომავლის სურვილს.

საინფორმაციო ბიულეტენი

ახალი სტატიების გამოქვეყნების შესახებ ელექტრონული ფოსტით შეტყობინების მისაღებად, ქვემოთ შეიყვანეთ თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი.

გაეცანი სხვა სტატიებს:

„ქართული ოცნება“ და ფილმის ცენზურის საბჭოთა მეთოდები.

„ცრემლსადენი გაზი“ 16 გამოგონილ სიუჟეტზე აგებული ფილმია, რომლის მოქმედებაც ორი

საქართველო რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გვერდის ავლის პლაცდარმია

რუსეთის ხელისუფლებისადმი საქართველოს დაქვემდებარების მტკიცებულებები უდავოა.

Le ‘Rêve Géorgien’ … en échec !

„ქართული ოცნების“… გეგმა ჩავარდა!

„ქართულმა ოცნებამ“, რომელმაც საქართველოში დიქტატურა დაამყარა, იცის დიასპორის კრიტიკული დამოკიდებულება