შემოდგომა საქართველოში: რეპრესიული და თავისუფლების შემზღუდავი კანონების მიღება

შემოდგომა საქართველოში: რეპრესიული და თავისუფლების შემზღუდავი კანონების მიღება

ოქტომბერში საქართველოს პარლამენტმა მიიღო რეპრესიული და ადამიან ის თავისუფლების შემზღუდავი კანონების სერია. ამ კანონების გახსენება ნათლად აჩვენებს თუ რამდენად შორდება მთავრობა დემოკრატიულ სტანდარტებს და დაუფარავად ეშვება არა მხოლოდ „არალიბერალური“ (უნგრეთი და ა.შ.), არამედ ღიად „დიქტატორული“ (რუსეთი, ბელარუსი და ა.შ.) რეჟიმების ბანაკში .

 

 

ეს კანონები მიზნად ისახავს ნებისმიერი საზოგადოებრივი მღელვარების ჩახშობას და ყოველდღიური დემონსტრაციების დაშლას: იქნება ეს : ქუჩების გადაკეტვა, საზოგადოებრივი შეკრებების დროს მოძრაობის შეფერხება, ნიღბების ტარება… თითოეული ამ „დანაშაულისთვის“, მომიტინგეებს 15-დან 60 დღემდე თავისუფლების აღკვეთა, ხოლო განმეორების შემთხვევაში, ორ წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. მრავალი კადრი ადასტურებს, რომ პოლიცია არ ერიდება ადგილზე მყოფი რიგითი მომიტინგეების სასტიკი ფორმებით დაკავებას. აღნიშნული კანონები მონურმა პარლამენტმა პროტესტის შეკავების მიზნით მიიღო. მიუხედავად ამისა, რუსთველის გამზირი, ყოველ საღამოს დემოკრატიისა და ქვეყნის ევროპულ გზაზე დაბრუნების დაჟინებული მოთხოვნით, საზოგადოებრივი შეკრების ადგილად იქცა.

 

 

კანონები, რომლებიც რამდენიმე ასეულ ადამიანს პოლიტიკურ საქმიანობას უკრძალავს. სექტემბერში მინისტრმა თეა წულუკიანმა ოპოზიცია დაადანაშაულა „ქართული ოცნების“ და მისი ლიდერის, ოლიგარქის, ბიძინა ივანიშვილის „ჯანსაღი რეჟიმისთვის“ დაბრკოლების შექმნაში. მიღებული კანონის თანახმად ასობით ადამიანს – აეკრძალება პოლიტიკური პარტიების დაარსება ან მათში მონაწილეობა, საპასუხისმგებლო ან საჯარო თანამდებობის დაკავება. არა ლეგიტიმური პარლამენტის არა ლეგიტიმური თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა მიანიშნა, რომ შესაძლოა სამიზნედ იქცეს ოპოზიციასთან დაახლოებული მრავალი ფიგურა, მათ შორის დემოკრატიული და პროევროპული მიდრეკილებების მქონე ხელოვანები და ინტელექტუალები.

 

რეპრესიული კანონმდებლობის მთელი ეს არსენალი ლოგიკურად ე.წ. „რუსული“ კანონების გრძელ სიაში ხვდება, რომლებმაც მოსახლეობის მობილიზება და დენთის კასრის აფეთქება გამოიწვია. იქნება ეს ტერორო საკმარისი ქართველების აბსოლუტური უმრავლესობის მიერ გაზიარებული დემოკრატიული მისწრაფებების ჩასაქრობად? რა თქმა უნდა, არა.

წყარო: Civil Georgia

გააზიარე სტატია სოც. ქსელებში:

საინფორმაციო ბიულეტენი

ახალი სტატიების გამოქვეყნების შესახებ ელექტრონული ფოსტით შეტყობინების მისაღებად, ქვემოთ შეიყვანეთ თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი.