ქართული ოცნება ძირს უთხრის განათლების სისტემას, რათა ის ევროპულ სტანდარტებს დააშოროს

ქართული ოცნება ძირს უთხრის განათლების სისტემას, რათა ის ევროპულ სტანდარტებს დააშოროს

ცხადია ამით ის მიზნად ისახავს ახალი თაობის დასავლეთისგან მოწყვეტას.

 

ამ ე. წ. ზოგადი და უმაღლესი განათლების რეფორმის მიზანია მოსყიდვის და კომპრომეტირების გზით მოპოვებული, ლოიალური მმართველების ხელით უნივერსიტეტებში ტოტალური კონტროლის დამყარება. ინტელექტუალური,კრიტიკულად მოაზრივნე და კონკურენტუნარიანი პროფესურის ჩანაცვლება შეშინებული, მორჩილი ლექტორებით.

 

ერთ-ერთი განსაკუთრებით საკამათო საკითხია მე-12 კლასის გაუქმება. სკოლაში სწავლა მე-11 კლასის შემდეგ დასრულდება. ეს ევროპული კონვენციების დარღვევაა, რომლებიც უნივერსიტეტში ჩასაბარებლად თორმეტწლიან სწავლას მოითხოვს.

 

ამ კანონის კიდევ ერთი შედეგი: 25 000 კანდიდატის ნაცვლად, 2027 წელს ერთიან გამოცდებს თითქმის 40 000 სტუდენტი ჩააბარებს, რაც მნიშვნელოვნად შეამცირებს მათ უმაღლეს განათლებაში ჩაბარების შანსებს. საზოგადოების პროტესტის გამო ხელისუფლება თითქოს კანონის შერბილებას ცდილობს, მაგრამ სამოქალაქო საზოგადოებას არა აქვს ნდობა მთავრობის მიმართ, რადგან ის მიზნის მისაღწევად ტყუილის თქმას არასოდეს ერიდება.

 

ეს კანონი ასევე მოიცავს კერძო უნივერსიტეტებისთვის სახელმწიფო სუბსიდიების გაუქმებას. ამ შემთხვევაში, თითქმის 7000 სტუდენტი ვეღარ შეძლებს სწავლის საფასურის გადახდას (კერძო უნივერსიტეტებში სწავლის საფასური 3000-დან 6000 ლარამდე მერყეობს).

 

და ბოლოს, ახალი წესი „ერთი ფაკულტეტი – ერთი ქალაქი“ ზღუდავს უნივერსიტეტის ავტონომიას, ზღუდავს სტუდენტების არჩევანის თავისუფლებას და შეიძლება გამოიწვიოს ძვირადღირებული გადაადგილებები. გარდა ამისა, რადგან სტუდენტებს შეუძლიათ აირჩიონ მხოლოდ ერთი უნივერსიტეტი, არასაკმარისი ქულების მქონე პირებს არ აქვთ მეორე შანსი და ფაქტობრივად გარიყულნი არიან უმაღლესი განათლებიდან.

 

გააზიარე სტატია სოც. ქსელებში:

საინფორმაციო ბიულეტენი

ახალი სტატიების გამოქვეყნების შესახებ ელექტრონული ფოსტით შეტყობინების მისაღებად, ქვემოთ შეიყვანეთ თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი.