მიუხედავად იმისა, რომ 17 ევროპულმა ქვეყანამ, მათ შორის საფრანგეთმა, გერმანიამ და დიდმა ბრიტანეთმა, გამოთქვეს „ღრმა შეშფოთება საქართველოში არსებული მდგომარეობის გაუარესების გამო…“, ქართულმა ოცნებამ გამოაქვეყნა გრძელი და დამაბნეველი საპასუხო განცხადება, რომლის ერთადერთი ფასი იმაში მდგომარეობდა, რომ ამით მან ყველას თავისი ნამდვილი სახე შეახსენა…
მიუხედავად იმისა, რომ თითქმის სამი წლის განმავლობაში რეპრესიული კანონების რიცხვი იზრდება. მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირთან ურთიერთობები მოულოდნელად წყდება. მიუხედავად იმისა, რომ , მშვიდობიანი მომიტინგეები ყოველგვარი დემოკრატიული კანონების უგულებელყოფით სასტიკ დევნას განიცდიან…
მიუხედავად ყოველივე ამისა, მაინც გაკეთდა „პროევროპული განცხადება“, რომელმაც ზოგიერთის შეცდომაში შეყვანა შეძლო…
თუმცა, მორიგ განცხადებაში ქართული ოცნება იმეორებს ყველაზე ანტიევროპული პარტიების რიტორიკას, ვიქტორ
ორბანიდან მარინ ლე პენამდე, რომლებიც აცხადებენ, რომ:
- ევროკავშირს სურს თავისი ნება თავს მოახვიოს სუვერენულ სახელმწიფოებს;
- ევროკავშირის ქვეყნებში ოპოზიცია დუმს, ოპონენტებს კი დევნიან.
- მედიისთვის რეალური თავისუფლება არ არსებობს, ის ხელისუფლებაში მყოფთა ნება-სურვილზეა დამოკიდებული.
- ევროპამ დაკარგა „ღირებულებების განცდა“.
- მას დიპ სთეითი მართავს…
ქვეტექსტი ნათელია: ევროკავშირი, აშკარა და პრიორიტეტული მტერი, უნდა განადგურდეს…
ამასობაში, რუსეთი, რომლის დღის წესრიგიც იდენტურია, ხელებს იფშვნეტს და ჩვენს უკრაინელ მეგობრებს ბომბავს.