ორ პროსამთავრობო ტელეარხს დეზინფორმაციისთვის სანქციები დაეკისრა!

ორ პროსამთავრობო ტელეარხს დეზინფორმაციისთვის სანქციები დაეკისრა!

იმედის და პოს ტვ-ის, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შესახებ განზრახ შეცდომაში შემყვანი ინფორმაციის გავრცელებისათვის ბრიტანეთის ხელისუფლებამ, მათ მკაცრი სანქციები დაუწესა. დიდი ბრიტანეთის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ეს არხები პრეზიდენტ ზელენსკის არალეგიტიმურად წარმოაჩენენ, ხოლო უკრაინას – კორუმპირებულ ქვეყანად და დეკადენტური დასავლეთის მარიონეტად! ეს რიტორიკა მთლიანად რუსული არხებიდან არის კოპირებული.

 

მორალური დაგმობის გარდა, სანქციები ამ კონმპანიებისთვის ფინანსურადაც მკაცრია. ბრიტანეთის მთავრობამ მათი აქტივები გაყინა. ამიერიდან ამ კომპანიებს აღარ აქვთ წვდომა დიდი ბრიტანეთის სამეურვეო სერვისებზე. მათ დირექტორებს თანამდებობის დაკავება ეკრძალებათ. იმედი -ს სამეთვალყურეო საბჭოს ოთხმა წევრმა სანქციების გამოცხადებიდან მეორე დღესვე, 26 თებერვალს, თანამდებობა, დატოვა.

 

ამ ორ არხსა და ქართული ოცნების მთავრობას შორის დიდი ხანია მჭიდრო კავშირია დამყარებული. იმედს უზარმაზარი ვალი აქვს, რომელიც რეგულარულად იფარება ქართული ოცნების მოძრაობასთან და მის დამფუძნებელ ბ. ივანიშვილთან დაკავშირებული კომპანიების მიერ გაცემული შეღავათიანი სესხებით.

 

დიდი ბრიტანეთის სანქციების შედეგად იმედი-ს შემოსავალი, რომელიც მთავრობასთან მჭიდრო კავშირების წყალობით მთლიანი სარეკლამო შემოსავლის 45%-ს იღებდა, სავარაუდოდ, მნიშვნელოვნად შემცირდება!

 

გააზიარე სტატია სოც. ქსელებში:

საინფორმაციო ბიულეტენი

ახალი სტატიების გამოქვეყნების შესახებ ელექტრონული ფოსტით შეტყობინების მისაღებად, ქვემოთ შეიყვანეთ თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი.