დიპლომატიური პასპორტების მფლობელებს ახლა შენგენის ზონაში ოფიციალური მიზნებით შესვლისთვის ვიზა მოეთხოვებათ.
ეს მექანიზმი ამოქმედდა საქართველოს მიერ დემოკრატიასთან და ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებთან დაკავშირებული ძირითადი სფეროების განზრახ და სისტემატური დარღვევების საპასუხოდ.
ევროკომისია ასევე განმარტავს, რომ: „2024 წლის ოქტომბრიდან საქართველოს ხელისუფლების ქმედებებმა, მათ შორის საპროტესტო აქციების, ოპოზიციური პოლიტიკოსების და დამოუკიდებელი მედიის რეპრესიებმა,, უარყოფითი გავლენა მოახდინა საქართველოში არსებულ ვითარებაზე და გამოიწვია ადამიანის ფუნდამენტური უფლებებისა და საერთაშორისო სამართლებრივი ნორმების დარღვევა“.
ვიზების შეჩერება გამონაკლისის გარეშე ვრცელდება ყველა წევრ სახელმწიფოზე.
საქართველოს დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელების მიერ შენგენის ვიზაზე განაცხადის გაკეთების შემთხვევაში, წევრ სახელმწიფოებს მოუწოდებენ, ჩაატარონ საფუძვლიანი შემოწმება, გასაუბრება, განმცხადებლისაგან მოითხოვონ ოფიციალური დამადასტურებელი დოკუმენტები და „მოწოდებული ინფორმაციის სანდოობაში ეჭვის შეტანის შემთხვევაში“ უარი უთხრან ვიზებზე.
