4 ოქტომბრიდან დემონსტრაციები გაგრძელდა; რეპრესიები გაძლიერდა…

4 ოქტომბრიდან დემონსტრაციები გაგრძელდა; რეპრესიები გაძლიერდა…

თითქმის 100 000 ადამიანი შეიკრიბა 4 ოქტომბერს თბილისში. მას შემდეგ, რუსთაველის გამზირი ყოველ საღამოს პოლიციის ძალადობისა და მშვიდობიანი დემონსტრანტების, როგორც ახალგაზრდების, ასევე ხანდაზმულების, თვითნებური დაპატიმრებების ადგილად იქცა. მოქალაქეები დაუღალავად აგრძელებენ პროტესტს რეჟიმის წინააღმდეგ, რომელიც თანდათან თრგუნავს თავისუფლებას და თელავს დემოკრატიას, ამყარებს რუსული მოდელის ავტორიტარულ რეჟიმს. ამ ყოველდღიური საპროტესტო მოძრაობის ჩახშობის მცდელობისას, პოლიცია განსაკუთრებით სასტიკ მეთოდებს იყენებს, აპატიმრებს სრულიად მშვიდობიან „აქტივისტებს“. ასევე დევნის ჟურნალისტებს, რომლებმაც შეინარჩუნეს დამოუკიდებლობა. ზარალდება ტელეარხი „ფორმულა“, რომელიც მაქსიმალურად ცოცხლობს და ცდილობს საზოგადოების ინფორმირებას სამთავრობო პროპაგანდის გარეშე: მისი სამი ჟურნალისტი, მათ შორის ცნობილი წამყვანი ვახო სანაია, ასევე ქეთა ციცქიშვილი და ცირა ჟვანია, დააკავეს. საბჭოთა პერიოდის რეპრესიები დაბრუნდა: 23 ოქტომბრის მონაცემებით, საქართველოში 123 პოლიტპატიმარი იყო. ეს რიცხვი დღესდღობით სავარაუდოდ გაორმაგებულია…

 

გააზიარე სტატია სოც. ქსელებში:

საინფორმაციო ბიულეტენი

ახალი სტატიების გამოქვეყნების შესახებ ელექტრონული ფოსტით შეტყობინების მისაღებად, ქვემოთ შეიყვანეთ თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი.